შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმოვითხოვთ, "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტოს პრორუსული განცხადებების გაკეთება და...

მოვითხოვთ, “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტოს პრორუსული განცხადებების გაკეთება და ანტიდასავლური კამპანია, დადუმდნენ, პირი ამოიკერონ – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სერგო ჩიხლაძე “ქართული ოცნებისგან” მოითხოვს, რომ შეწყვიტონ ანტიდასავლური კამპანია და ნუ წაართმევენ ქვეყანას იმ მცირე შანსს რაც ევროინტეგრაციის კუთხით აქვს:

ბოლო დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ჩვენ მოვისმინეთ სენატორ შაჰინის განცხადება, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ კურსს. მოვისმინეთ ჩვენი დიდი მეგობრის, კუბილიუსის განცხადება გუშინ, რომ ასევე “ქართული ოცნება” ეღობება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას. მოვისმინეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია კურსს. ამავე დროს ვისმენთ განცხადებას, რომ მათ მოძებნონ გზები, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები.

ამის ფონზე “ქართული ოცნება” დილიდან ჩართულია ანტიდასავლურ კამპანიაში, დილიდან ჩვენ ვისმენთ კობახიძის, ვოლსკის, კალაძის განცხადებებს და ყველა ამ ადამიანს აგინებენ, ამბობენ, რომ ისინი აცდენილნი არიან რეალობას. აკეთებენ პირდაპირ პრორუსულ განცხადებებს, განსაკუთრებით, თბილისის მერი – კალაძე და მთლიანად უნდათ, რომ მოსპონ ის მცირედი შანსიც კი, რაც საქართველოს და ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, კი არ მოვუწოდებთ, არამედ მოვითხოვთ “ქართული ოცნებისგან”, რომ ეს დღეები მაინც, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არის თბილისში ჩამოსული, დადუმდნენ, შეწყვიტონ ეს ანტიდასავლური ისტერია. შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები. დადუმდნენ, პირი ამოიკერონ რამდენიმე დღე მაინც, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ეს რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ ჩვენი კანდიდატის სტატუსი არ დაიკარგოს საბოლოო ჯამში”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

ელჩი დანიგანის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს ელჩ რობინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...