spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა...

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა და როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი

როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრი იუწყება 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება.

აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ: 

რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა, რომელიც 7-8 ნოემბერს ჩატარდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მონაწილეები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადდნენ შესაბამის დროსა და ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული თითოეული ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. დაგვიანებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

აპლიკანტებმა ტესტირებაზე თან უნდა იქონიონ: 

საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სურვილის შემთხვევაში კი წყალი პლასტმასის ბოთლითა და პირადი ჰიგიენის ნივთები. ცენტრი წელსაც  უზრუნველყოფს მათ საწერი კალმებით, თუმცა სურვილის შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერის მქონე  შავი ფერის კალმის შეტანა.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა:

რეგისტრაციის გავლამდე აპლიკანტი აბარებს ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. აპლიკანტებს ურიგდებათ პასუხების ფურცელი, კალამი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის. ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე იკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი. თავად მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ პასუხების ფურცელი არ იყოს დაზიანებული. აგრეთვე დაუშვებელია მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის დავალებებს).

ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა – მთელი საგამოცდო პროცესი იწერება.

საგამოცდო წესების თანახმად, დაუშვებელია:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • ტესტირების  მიმდინარეობისას აპლიკანტების ერთმანეთთან საუბარი/გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში იგი მოიხსნება გამოცდიდან).

აპლიკანტები გაფრთხილების გარეშე იხსნებიან გამოცდიდან ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს); წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, ასევე, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს მათ მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 8 ნოემბერს დასრულდება.

 

ინფორმაციისთვის:

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება. ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...