პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს თუ ვინმე ევროკავშირის დღის წესრიგის საბოტაჟს ეწევა,...

“დღეს თუ ვინმე ევროკავშირის დღის წესრიგის საბოტაჟს ეწევა, ეს თქვენი ხელისუფლებაა” – სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად დამოუკიდებელი მედია და მის მიმართ წარმოებული პოლიტიკაა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სამადაშვილმა პლენარულ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად განსაზღვრულია დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს.

ხომ არ გეჩვენებათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჟურნალისტებისთვის მისალმება ცინიზმია იმ ყველაფრის ფონზე, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განადგურების მიზნით?! ანგარიშში ბევრი სხვა პრობლემაც არის აღმოჩენილი და დღეს თუ ვინმე ევროკავშირის დღის წესრიგის საბოტაჟს ეწევა, ეს თქვენი ხელისუფლებაა.

ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ – თქვენი ხელები შორს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული დამოუკიდებელი თავისუფალი თაობისგან და მიხედეთ თქვენ საქმეს, რაც არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, თორემ რაც ნახეთ ის მოგენატრებათ, ქართული საზოგადოება ისეთ პასუხს გაგცემთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...