შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, სუვერენიტეტის, მომავალი...

“ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, სუვერენიტეტის, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში” – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ვმუშობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ“, – ასე მიმართა ოპოზიციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე შეფასებით, პარლამენტში კანონპროექტებისთვის რუსული იარლიყის მიკერება დანაშაულია.

ღალატი არის ის რასაც თქვენ ყოველდღურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

დანაშაულია რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებს დღეს ბრიუსელში; დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტებისთვის და ზოგადად საკანონმდებლო პროცესისთვის; დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეძახით რუსულს და ამით ისეთი პროცესების გამოწვევა გსურთ, რაც ქვეყანას არა თუ ევროპულ მომავალს დააკარგინებს, არამედ არსებობა შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ხმა მსოფლიოს კარგად ესმის” – გიორგი ვაშაძე

დიდი ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...