შაბათი, მარტი 15, 2025
13.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ლიბერალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური დაჯგუფების მიზანია სიცრუის პროპაგანდით, საკუთარი ქვეყნის...

“ამ ლიბერალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური დაჯგუფების მიზანია სიცრუის პროპაგანდით, საკუთარი ქვეყნის მტრობით მიაღწიონ საწადელს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი” – დავით მათიკაშვილი

მეორდება ის, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე ხდებოდა რამდენიმე წლის წინ. საზოგადოებას შევახსენებ იმ სამარცხვინო ფაქტებს, თუ როგორ დადიოდნენ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული წარმომადგენლები ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში და როგორ ემუდარებოდნენ პარტნიორებს, არ დაეშვათ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, რადგანაც ეს მათ პარტიულ ინტერესებში არ შედიოდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ეს დღესაც ასე გრძელდება და ზოგიერთმა მთავარ საქმედ პოლარიზაცია და რადიკალიზაცია დაისახა, ევროპულ სტრუქტურებში ეწევიან აგიტაციას, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

ელექტორალურად სრულიად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, რომელთაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, არ აკლებენ მცდელობას, გააღმაონ რადიკალიზაციის ნიშნული, ტყუილების პროპაგანდით საზოგადოებაში გამოიწვიონ ტემპერატურის აწევა და ძალადობით დააბრუნონ საკაშვილი ხელისუფლებაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესარჩლება, რომელიც ანტიკონსტიტუციურობისა და რადიკალიზმის მხარდამჭერია და რომელიც არჩევს, რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს, კეზერაშვილთან თუ გახარიასთან და მერაბიშვილთან.

ამ ლიბერალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური დაჯგუფების მიზანია სიცრუის პროპაგანდით, საკუთარი ქვეყნის მტრობით მიაღწიონ საწადელს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

“მარტივად რომ ვთქვათ, ზარქუათი ვეღარავის გავაკვირვებთ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...