ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თაკო ჩარკვიანი: “ყველას თავის წილი ქვა აქვს ნასროლი…”

წლების წინანდელ ურთიერთობებზე თუ გაუგებრობებზე, რუსეთის უშიშროების მიერ პროვოცირებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

ყველას თავის წილი ქვა აქვს ნასროლი, 90-იანებში, გამსახურდიას მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. დიახ, ტყვიამდე, გასროლამდე მომაკვდინებელი სიტყვები – “ტყვიები” ნასროლი იყო და ინფარქტებიც, გულის გახეთქვები ტალახიანი ქვით-სიტყვით, ტყვიაზე უარესი რომ არის და გულს კი არა ქვას რომ ხეთქავს, ნასროლი იყო უკვე.

ასე რომ, მორჩეს სიღრმეებში სუბიექტურად “ძრომიალი”, 90-იანებში გასროლამდე და იმ დრომდე სანამ ერთმანეთს დავუპირისპირდებოდით, მომაკვდინებელი “ტყვიებით”-სიტყვებით მზადდებოდა ეს ყველაფერი და წერტილი.

თუ ვინმეს ჰგონია რომ მხოლოდ ტყვია კლავს – ცდებით, სიტყვა კლავს ნელა და გულის გაგლეჯვით. აი ეს არის სიმართლე. დიახ, ასეა და მაშინდელ, რუსეთის უშიშროების “იუველირულ ნამუშევარს” ჭორებით, ტროლ-ბოტებით ვერცერთი მხარე ვერ გაუმკლავდა, ვერც გამსახურდიას მომხრეები და ვერც მოწინააღმდეგეები, ორივე მხარეს დაძრწოდნენ “ჩანერგილი” ნაძირლები, ყველა ერთნაირად “კვებავდა” და იჯერებდა ერთმანეთზე თქმულ სიბინძურეს.

დიახ, ეს იყო ასე, ყველა ერთმანეთს ტყვიასავით “ესროდა სიტყვებს” და ამას ვერცერთი მხარე ვერ გაუმკლავდა. ასე მომზადდა ის 90-იანების ავბედითი დაპირისპირება!

ასე რომ, სიმართლე ეს არის და ვის მოეწონება და ვის არა ნაკლებად მაინტერესებს! ნიუანსებისთვისაც მზად ვარ, უბრალოდ პატივს ვცემ ყველას – ორივე მხარეს და ბევრი რამ ნიუანსებით ვიცი, ახლა განზრახ არ ვუღრმავდები, თორემ კი ბატონო…✌️

მოკლედ, შეწყვიტოს “ზოგიერთმა” “იგივე” წრეზე სიარული!✌️ სახედარიც კი ორჯერ არ შედის ტალახში და ჩვენ რა ღვთის რისხვა გვჭირს?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

ინფორმაციისთვის – თაკო ჩარკვიანი კომენტარებში იხსენებს ზვიად გამსახურდიასა და ჯანსუღ ჩარკვიანთან დაკავშირებულ ფაქტებს:

მე ვწერ რაც სიმართლეა. მე ის ვიცი, როგორ გადაჰკიდეს ზვიადი და ჯანსუღი ერთმანეთს და როგორ იმუშავეს ორივე ოჯახზე, მაშინ, როცა მამა ორჯერ ზვიადის თავდები იყო დაჭერის დროს და 1977 წელს როცა გარიცხეს მწერალთა კავშირიდან ერთადერთმა ჯანსუღმა არ მოაწერა ხელი. დამეთანხმეთ, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ უშიშროების “ენებმა” არიეს.

სამწუხაროდ, ვერც ზვიადი და ვერც მამა გაუმკლავდნენ იმ ბინძურ მანქანას… ჯანსუღსაც დიდი ტკივილი და შეურაცხყოფები აქვს მიღებული სრულიად დაუმსახურებლად და გამსახურდიასაც და ამას მიზანმიმართულად აკეთებდა რუსეთის უშიშროება…

და ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ხელისუფლებას რომ უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია ვფიქრობ საკამათოც არ უნდა იყოს. პასუხისმგებლობას ვერავინ მოიხსნის, მითუმეტეს ხელისუფალი“, – აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული