პარასკევი, მარტი 14, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინას კარზე" დაწინაურდა "რუსული კანონის" მედროშე და ევროპული...

“ბიძინას კარზე” დაწინაურდა “რუსული კანონის” მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი ამილახვარი – ნანა ტოხვაძე

განათლების ახალი მინისტრის დანიშვნას ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე. მისი თქმით განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები კვლავ უცვლელი დარჩება, რადგან ამ თანამდებობაზე “რუსული კანონის” მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი დააწინაურეს:

“ბიძინას კარზე” დაწინაურდა “რუსული კანონის” მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე, დეპუტატი ამილახვარი. გვარის დამსახურებით მოექცა სიის სათავეში. უტყვი მორჩილებით და ამორალური განცხადებებით გამორჩეულები “კასტინგს” მარტივად გადიან!

ცხადია, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები უცვლელად დარჩება, რადგან “ერთი შეწვი, მეორე მოხრაკე” დაახლოებით ამ დატვირთვისაა განათლებისთვის მიხეილ ჩხენკელის ჩანაცვლება გიორგი ამილახვარით. პრინციპში, არც ადარდებთ ის უთვალავი გამოწვევა, რაც სისტემაშია.

თუ გავიხსენებთ, რით დაგვამახსოვრა თავი პარლამენტში “მოღვაწეობისას” პატივცემულმა?! ბილწსიტყვაობით და ქალი დეპუტატების გინებით. განათლების კოდექსის შემუშავებაზე ამაყი განაცხადით, მაგრამ შედეგი არავის უნახავს.

კოვიდ პანდემიისას საპარლამენტო კონტროლისა და აღმასრულებელი რგოლის ზედამხედველობის ნიშანწყალი ვერ შევნიშნეთ.

მორალურ პლანში – ბავშვებზე ერთადერთი განცხადება გააკეთა (ვაკის პარკის ტრაგედიაზე) და ისიც, ამორალობის ფსკერს რომ ხვრეტდა, ისეთი.

მოკლედ, პოლიტიკური ნიშნით თუ შევხედავთ, ორი მთავარი ამბავია:

1. ბიძინას კარზე კობახიძე-კალაძის “დაწინაურების” სიგნალია ამილახვარის მინისტრად დანიშვნა;

2. პატრონი ყმებისგან სრულ და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს, რაზეც გიორგი ამილახვარის კანდიდატურა ზედგამოჭრილია, რადგან რაზე წამსვლელი და რის მკადრებლია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უკვე გამოვცადეთ!“ – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან” – ზაალ...

საქართველოსა და უკრაინაში წინა და მოქმედი ხელისუფლებების შეფასებას "ვიტრინის...

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

“ქოცნახირო, როგორ მოგეწონათ თემურ-ლენგის მემორიალთან ყვავილებით მისული ჩვენი ბრუტალური იკაკო?” – დავით ქაცარავა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ლიდერი, დავით ქაცარავა მთავრობის...

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...