პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში...

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს.

პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 29 აპრილს გასამართი რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, წელს პირველად ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრის მეორე ნაწილი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და დისკუსიას დაეთმო, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების – ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ ყველა იმ სიახლისა და საარჩევნო პროცედურის შესახებ, რომელსაც ჩვენი ინსტიტუცია საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახორციელებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მათ გავუზიარეთ ინფორმაცია იმ ნოვაციებისა და სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა ჩართულ მხარესა თუ ამომრჩევლებს სთავაზობს. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები.

აქვე გვქონდა დემონსტრირება იმ ტექნოლოგიური საშუალებების, რომელთა გამოყენებითაც დაგეგმილია როგორც 29 აპრილის, ისე 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარება.

შევთანხმდით, რომ ახალი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გავაგრძელოთ შეხვედრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის მიმოცვლას, მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში და შესაბამისად საზოგადოების ინფორმირებას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

კომუნიკაციის გაძლიერებისა და ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმაც და აღნიშნეს, რომ შეხვედრების ახალი ფორმატი საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.

მედიასთან ახალ ფორმატში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პრეს-სპიკერი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ოპოზიციაზე: “ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში განწირულნი არიან მარცხისთვის”

თბილისის მერის განცხადებით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...