სამშაბათი, მაისი 13, 2025
14.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისევ მხოლოდ ფაქტები..." - მამუკა მდინარაძე ჰააგის სასამართლო...

“ისევ მხოლოდ ფაქტები…” – მამუკა მდინარაძე ჰააგის სასამართლო მიერ ვლადიმერ პუტინის მიმართ დაკავების ორდერის გამოცემაზე

ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე დაკავების ორდერის გამოცემას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კონკრეტული განმარტებებით, ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე:

ისევ მხოლოდ ფაქტები:

2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა.

მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო.

პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია.
ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას…

ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იგივე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია…

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით:

მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა. დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვა.

საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა მდინარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...