საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მწვავედ აკრიტიკებს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით:
,,როცა მშვიდობაზე, ომის არიდებაზე ვლაპარაკობთ, ეს რუსეთს უნდა მივმართოთ. რუსეთს უნდა ველაპარაკოთ და ვუთხრათ, რომ დაანებოს თავი საქართველოს! ამას ეუბნები ევროპელ პარტნიორებს?!
ამიტომ მატყუარები და მოღალატეები ხართ – საზოგადოება სამართლიანად გიწოდებთ სწორედ ამის გამო, რომ არ ამბობთ სიმართლეს.
რაც უნდა უთხრა რუსს, პუტინს, იმას ეუბნები შენს მეგობარს, პარტნიორს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად აქამდე მოიტანა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე