პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის კონკრეტულ პოლიტიკურ ინიციატივებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე:
,,მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს საკუთარ პოზიციას, განსაკუთრებით, როდესაც ხარ სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი, მათ შორის, როცა ხარ ყოფილი პრეზიდენტი. ეს არ გათავისუფლებს შენ იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც აღებული გაქვს საქართველოს ხალხის წინაშე.
ეს პასუხსიმგებლობა, მინიმუმ, ვფიქრობ, რომ ყველას ავალდებულებს, რომ იყოს აკადემიური, თავშეკავებული, როგორც პრეზიდენტის ვალდებულებაა – მან იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და არა საზოგადოების გახლეჩვაზე.
ასეთი მოწოდებების გაკეთება, პირდაპირ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისა და რადიკალიზაციისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე