ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპარლამენტარები ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ,...

“ევროპარლამენტარები ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ხოლო “ქართული ოცნება” რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება!” – სერგო ჩიხლაძე

სამი ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშემებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტართან და “ალდეს” პრეზიდენტთან ილჰან კიუჩუკთან გამართეს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დარბევები იყო:

ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი!

დღეს შეხვედრაზე „ალდეს“ პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა:

პირველი ის, რომ როგორც ალდე, ისე სხვა პოლიტიკური ოჯახები, ძალიან ნათლად ხედავენ, საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება!

მეორე, „ალდე“ დააინიცირებს ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას, რომელიც ჩამოვა, ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას და შეხვდება პოლიტიკურ მოთამაშეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას.

მესამე, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარავინ უწევს ანგარიშს და მხოლოდ ოპოზიციაა ის ძალა, რომელთანაც სურთ საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგებს.

ოპოზიციამ უნდა აიღოს ინიციატივა ხელში ევროკავშირის ინტეგრაციასთან მიმართებით, სხვა ალტერნატივა არ არის, რადგან ყველა ხედავს, მათ შორის ევროპაში, რომ ხელისუფლება არის პრორუსული!“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...