ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით...

“20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება” – კახა კალაძე

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.

20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.

პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები.

თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.

ვინაიდან, ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უპირობოდ და უანგაროდ, ტრადიციული ქართული ღირებულებებიდან გამომდინარე სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი ღარიბაშვილს!” –

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი...

“ვერავინ ვერ შევძლებდით რეჟიმის ისეთ მასშტაბურ მხილებას, როგორც თვითონ ახერხებენ” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს, ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას"...

“პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში მწვავე პოზიციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას...

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...