სამშაბათი, ივლისი 15, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა მოვითხოვოთ თუ არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები?" -...

“უნდა მოვითხოვოთ თუ არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები?” – ვახტანგ ხმალაძე

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, დეტალური განმარტებებით, პოსტს აქვეყნებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე:

უნდა მოვითხოვოთ თუ არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები?

კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში პროპორციული სისტემით აირჩევა 120 და მაჟორიტარული სისტემით – 30 პარლამენტის წევრი. საარჩევნო ზღურბლი იქნება 1%. თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი სისტემით არჩეულ პარლამენტში, ძალიან მაღალი ალბათობით, იქნება ერთპარტიული უმრავლესობა. ეს პარტია „ქართული ოცნება“ რომც არ აღმოჩნდეს, კიდევ ერთხელ ერთპარტიული უმრავლესობა შეიძლება დამღუპველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

დასკვნა 1: საარჩევნო სისტემის შეუცვლელად რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დიდი შეცდომაა.
საარჩევნო სისტემის შესაცვლელად აუცილებელია კონსტიტუციაში იმ ცვლილების შეტანა, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული. დათანხმდება კი საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცვლილებას? თანაც, არჩევნების გამართვა წელსვე რომ მოესწროს (კონსტიტუციის თანახმად, 2024-ში რიგგარეშე არჩევნები ვერ ჩატარდება), ეს ცვლილება ოქტომბრამდე მაინც უნდა შევიდეს ძალაში, რათა მოესწროს საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების ასახვა. კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: მოახერხებენ კი ოპოზიციური პარტიები ამ რამდენიმე თვეში არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადებას (თანაც იმ პირობებში, როდესაც უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდებათ ევროკაშირის რეკომენდაციების შესრულების მისაღწევად)?

დასკვნა 2: ზემოთქმულის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით უნდა გაიმართოს. ასეთი ზღურბლის შემთხვევაში დიდია ხოლმე ე.წ. „დაკარგული ხმების“ რაოდენობა (20-დან 45%-მდე). თუ ეს ზღურბლი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, მივიღებთ ერთპარტიულ უმრავლესობას; თუ ზღურბლი ორზე მეტმა პარტიამ გადალახა, ვერავინ მიიღო 50%-ზე მეტი ხმა, მაგრამ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, ვთქვათ, 47% მიიღო, „დაკარგული ხმები“ მხოლოდ 10%-იც რომ იყოს, კვლავ მივიღებთ ერთპარტიულ უმრავლესობას; თუ „დაკარგული ხმები“ ბევრად მეტი აღმოჩნდა (რაც უფრო მოსალოდნელია), მაგალითად, 30% და პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, ვთქვათ, 40% მიიღო, მის მიერ მიღებული ხმების ე.წ. ეფექტური პროცენტი 52 გამოვა და კვლავ მივიღებთ ერთპარტიულ უმრავლესობას. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია „დაკარგული ხმების“ რაოდენობის მკვეთრად შემცირება, რაც მხოლოდ საარჩევნო ზღურბლის შემცირებით მიიღწევა. ჩვენთან ჩატარებული არჩევნების შედეგებს თუ გავაანალიზებთ, ასეთი შედეგის მისაღწევად საარჩევნო ზღურბლი 2%-4%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2024 წელს ზღურბლი 2% ან 3% უნდა იყოს, 2028 წელს – 3% ან 4% და მხოლოდ 2032 წელს – 5%. ისე, უმჯობესი იქნებოდა, რომ 2032 წელს და შემდეგაც ზღურბლი 4% იყოს.

დასკვნა 3: აუცილებელია ყველაფერი ვიღონოთ ასეთი შედეგის მისაღწევად. იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ის ცვლილება, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული“, – აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...