პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ნამდვილად ფარისევლობაა, როცა კობახიძე ბავშვების დანდობაზე საუბრობს!” – პაატა მანჯგალაძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მწვავე, ემოციურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

,,ის, რაც ირაკლი კობახიძისაგან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათ ვერ გაიგონეს ხალხის ხმა! ნაცვლად ამისა, კობახიძე კიდევ უფრო დამძიმებულა. დამძიმებულა იმ ფორმით, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის – ჯაშუშებად, ანარქისტებად აცხადებს. ეს არის ძალიან მძიმე.

კობახიძემ გაუქმებული კანონის პირობებშიც კი, თავისუფლების მოყვარე ადამიანები ჯაშუშებად გამოაცხადა. წარმოგიდგენიათ, რუსული კანონი რომ იყოს მოქმედებაში, რას გააკეთებდნენ?!

საუბარი იყო ,,კავკასიური ცარცის წრეზე“. ნამდვილად ფარისევლობაა, როცა კობახიძე ბავშვების დანდობაზე საუბრობს! რა დანდობაზეა საუბარი, როცა ადამიანებს, რომლებიც ითხოვდნენ ევროპას, მიუშვეს ჭავლი, მხუთავი აირით გაგუდეს ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფლებას ითხოვდნენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული