spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული...

“ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად დასჯილი” – შალვა პაპუაშვილი

,,ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს, სადაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:

,,ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით, შესაბამისად დასჯილი.

სამწუხარო ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ – რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელი არის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს.

დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას!

რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოუწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ – არასწორი მიდგომაა!

როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუ კი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული!

[ჟულნალისტების შეკითხვა პრევენციაზე, ევროკავშირის დროშის დაცვასთან დაკავშირებით]

როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, ფანჯრები იმსხვრეოდა, ჯებირები კი არა – პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპის გულით ანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამასთან დაკავშირებით – კარგი იქნებოდა.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო. შესაბამისი პირები იქნებიან მიცემული პასუხისგებაში, ადმინისტრაციული წესით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...