ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივახო სანაია: "გადაგივლით!" - ესაა რეჟიმის ოფიციალური პასუხი....

ვახო სანაია: “გადაგივლით!” – ესაა რეჟიმის ოფიციალური პასუხი. პირდაპირ ამ სიტყვით – “გადაგივლით!”

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია, საპარლამანტო უმრავლესობის წევრის, დიტო სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება

გადაგივლით!” – ესაა რეჟიმის ოფიციალური პასუხი. პირდაპირ ამ სიტყვით – “გადაგივლით!

მინდა, მივმართო ქუჩაში გამოსულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს სქრინი განსაკუთრებით ყურადღებით წაიკითხეთ. შეიძლება, თქვენ აქამდე არ იცოდით, პირისპირ არ შეჯახებიხართ, ვერ წარმოგედგინათ, რა ბოროტებასთან გაქვთ საქმე. ესაა პასუხი, რასაც გეუბნებათ ივანიშვილი.

თქვენ, რომელთაც არც წყლის ჭავლის შეგეშინდათ, არც ხელკეტის, არც ცრემლმდენი გაზის, არც რობოკოპების. პირდაპირ თქვენ მოგმართავთ რუსი ოლიგარქი. თქვენ გეუბნებათ, რომ მისი უნდა გეშინოდეთ. გეუბნებათ, რომ არ გაპატიებთ და დაგსჯით. მინდა, ზუსტად იცოდეთ, ამ ხროვის ხელში საქართველოში თქვენ მომავალი უბრალოდ არა გაქვთ.

თქვენ დღეს სატანისტები გიწოდეს. შეურაცხყოფა მოგაყენეს, რომ საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ. დაგამცირეს და გითხრეს, რომ ვიღაც თავის ჭკუაზე გატარებთ.

თქვენ დღეს დაგიანონსეს, რომ მოგარჯულებენ და მოგდრეკენ.

თქვენ გაგაფრთხილეს, რომ შეეგუოთ რუსეთში ცხოვრებას, დიქტატურაში ცხოვრებას, სადაც ბერას საძმაკაცო შეყვარებულის თვალწინ გაგლახავთ კლუბში და მათ უნდათ, ძალა არ გქონდეთ მათ წინააღმდეგ. პირიქით, ისევ თქვენ დაგიჭერენ. თქვენ დღეს გაგაფრთხილეს – ისეთ ქვეყანაში გაცხოვრებენ, სადაც სოციალურ ქსელში სტატუსისა ან ფოტოს გამო ბერა გამოგიგზავნით რომელიმე ანზორს და მშობლების თანდასწრებით დაგამცირებენ. მათ ასე წარმოუდგენიათ.

თქვენ დღეს გასაგებად გითხრეს, ან წახვალთ ამ ქვეყნიდან ან იცხოვრებთ ისე, როგორც ამას ამ სტატუსის არარაობა ავტორი და მისი რუსი უფროსი გიბრძანებენ.

ჩვენ, თქვენზე ასაკით ცოტა თუ ბევრად უფროსები, ამას ვებრძვით, ვზარალდებით, თავი გვაქვს გადადებული ამ ქვეყნის გადასარჩენად, მაგრამ უთქვენოდ არაფერი გამოვა.

თქვენ ჩვენი იმედი ხართ – ამიტომ გაგვიხარდა ასე ძალიან თქვენი დანახვა რუსთაველზე. თქვენი სილაღე და შეუპოვრობა.

დავინახეთ, რა მაგრები ხართ. დავინახეთ, რომ ვერასდროს ვერავინ მოგიგებთ და შეგაშინებთ.

რაც ამ სქრინში წერია, ზუსტად ესაა რუსეთი, რომლის წინააღმდეგაც გამოხვედით ქუჩაში. თქვენ უკვე ცხოვრობთ რუსეთში და თანდათან სულ უფრო ცხადად დაინახავთ ამას.

ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. უთქვენოდ არაფერი გამოვა.

ყურადღებით გაეცანით ამ სქრინს – სწორედ თქვენ მოგმართავენ, აბა, ჩვენ, შედარებით უფროსები, მის შინაარსს ისედაც ვიცნობთ, თან პრაქტიკული თვალსაზრისით – თვალების დათხრით, დათვის ტყვიებით, ლექსოს მკვლელობით, დევნით, დაჭერით, შეურაცხყოფით, მუქარით და მილიონი რამით. ახლა ჩვენ ყველას (თქვენ, ჩვენ – ეს დაყოფა არც არსებობს ) ანუ მთლიანად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სრული განადგურებით გვემუქრებიან ეს რუსები.

სახე უნდა ავახიოთ ამ ფარჩაკებს. ამათ ვინ უნდა შეაშინონ ამ ჩმორებმა. 2 დღეში თავზე გადავახიეთ რუსული კანონი. ხომ ნახეთ, როგორი რიხით იმუქრებოდნენ და მერე როგორ კოლექტიურად ალოკეს თავიანთი გადაფურთხებული!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

დიტო სამხარაძის პოსტი სოციალურ ქსელში – “სქრინი”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“მათი ერთადერთი დანაშაულია, რომ უნდათ თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ” – მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციებზე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...