სამშაბათი, მაისი 13, 2025
20.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა...

“ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა პროტესტის მონაწილე ნეიტრალური ახალგაზრდები ცდილობდნენ მათ გამიჯნოდნენ” – კახა კალაძე

კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიზნებს ეხებოდა.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ – საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად, ვიცით მათი წარსული, ვიცით რას წარმოადგენენ ისინი.

ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.

ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან. ახალგაზრდებსაც ჰქონდათ იმის მცდელობა, ისინი არ ყოფილიყვნენ გამოყენებული. მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც ნეიტრალურები არიან და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ, თუმცა, იქ ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ და სხვა პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...