ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპარლამენტარები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და...

“ევროპარლამენტარები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და ციხიდან გაიყვანონ” – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ტელეკომპანია ,,იმედის’’ გადაცემაში ,,იმედის კვირა”, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის აზრით, ეს იყო ერთგვარი ნაბიჯი, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ დაეწყო გადატრიალება და უკრაინის პარალელურად, რუსეთის წინააღმდეგომში ჩართულიყო:

,,სააკაშვილი ორგანიზებულად შემოაგზავნეს. მთავარი მიზანი იყო, აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ომში ჩართვა. ამაში ჩვენ დღეს ეჭვი აღარ გვეპარება. ვაკვირდებით რა იმ ფაქტებს და ვაანალიზებთ, რომელიც უკვე შემდეგ განვითარდა.

ევროპარლამენტმა თავის სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებით ჩვენება მოგვცა. გვითხრა – სააკაშვილი, ძალიან მარტივად სახელი რომ დავარქვათ ყველაფერს, არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება!

ჩვენ მათ ვუთხარით და ძალიან ბევრ პარტნიორს, რომ სააკაშვილი ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ისეთი, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა და ამ საქმეში მისი მონაწილეობა; ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი – ყოფილი დეპუტატის, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისე სცემეს; ტელეკომპანია ,,იმედის“ მითვისება; კორუფციული ბრალდებები. ბოლოს დაიმატა ამ ადამიანმა – უკანონოდ შემოჭრა ქვეყანაში, უკანონო საზღვრის კვეთა.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ – არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას.

სააკაშილი დღეს არის პატიმარი. მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილსპარაკო. მე ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი’’, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...