ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ,...

“მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე” – ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართავს

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კონკრეტული ისტორიული ფაქტების გახსენების პარალელურად ქვეყანაში 7-8-9 მარტის მოვლენების შედეგად შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს:

ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო.

მეგონა ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო“.

დედას ცხენზე თოკით აბამდნენ და ისე მიყავდათ ყოველ დღე პოლიციას დასაკითხად და ჩვენ შიშველი ბავშვები უკან მივსდევდით ტირილითო… მამის დატოვებულ ბიბლიოთეკას მთელი ბავშვობა ვწვავდით გათბობის მიზნითო. ოჯახში დიდ პაპაზე და ქაქუცაზე ჩურჩულით საუბრობდნენ, ამიტომ ბევრი არაფერი ვიცით მასზე.

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, ჩემო ნაცნობო დეპუტატებო “ქართული ოცნებიდან”, ვინც მიეცით ხმა იმას, რომ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ყოფილი კოლეგები, ნათესავები და ზოგისთვის ოჯახის წევრებიც კი აგენტებად და ქვეყნის მტრებად გამოგეცხადებინათ და ამით ისინი დევნისა და ტერორისთვის გაწირეთ…

ვინც მარტო დარჩით მთელი დემოკრატიული სამყაროს პირისპირ და მხოლოდ ლავროვი, პესკოვი და მარგო სიმონიანი გიცავთ…

მინდა იცოდეთ, აღარ გეტყვით გამარჯობას, არასდროს დავდგები იქ, სადაც იქნებით თქვენც, თუ სადმე შემთხვევით გნახავთ ძალიან მშვიდად გეტყვით, რასაც ვფიქრობ თქვენზე.

ასევე, აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა “იმედი”, “პოსტ ტვ”, “ალტ ინფო” და სხვები მედიად, ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.

მადლობა ყველას, ვინც საკუთარი მხარდაჭერა ღიად, ირიბად, გაუბედავად, გაბედულად თუ პირდაპირ დააფიქსირა რუსული კანონის წინააღმდეგ! ყველას მოგწვდებით და გეტყვით მადლობას! არ დაგვავიწყდებით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ლომჯარია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“ოცნებაში” გალაღებულ ნაცებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ვინ უფრო მაგრად ებრძოდა ნაცებს🤣🤣🤣 – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, ე.წ. "პორტირებულების" კულუარულ დაპირისპირებებზე აკეთებს...

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...