ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პოზიტიურ შეფასებას აძლევს 7-8 მარტის მოვლენებს:
“ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობების და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება.
და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.