spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი და...

“მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი და მომავალშიც ასე ვივლი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც მისი თქმით, არაერთმა ადამიანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და თითოეული მოქალაქის ურყევი მიზანი, რადგამ იგი დაკავშირებულია დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან:

ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და ვისწრაფვით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე, ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები – „კახა, კარგია შოპინგი ევროპაში?“ აღარ შევალ სიღრმეებში. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს – ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ევროპა „შოპინგამდე“ დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პირადად მისთვის, ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში – მილანში. ჩემი წარმატებები დაკავშირებულია ევროპასთან, მილანთან, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, მისი კულტურით და ტრადიციებით. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს.

იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი. ჩემმა პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა, რომ თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გააჩნია, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და დაგაფასებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...