ორშაბათი, მაისი 12, 2025
23 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და...

კახა კალაძე: “იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით” – მსგავსი არაფერი მითქვამს, ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში თავისი ფოტოთი ვრცელდებოდა ე.წ. ბანერი, რომელზეც ყალბი ინფორმაცია იყო დატანილი.

როგორც მან ვიდეოჩართვაში განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მსგავსი მეთოდებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ მუშაობს მათი ბინძური პროპაგანდა:

ერთი, რომ კანონთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდნენ, ერთი შლეიფი მოაბეს, რომ ვითომ რუსული კანონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე – სოციალურ ქსელში გაავრცელეს რაღაც ბანერი ჩემი ფოტოთი და დააწერეს, თითქოს, მე ევროპის მოსურნე ადამიანებს (ჩვენ ყველას ევროპა გვინდა) საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი – „იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით“.

ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ვიღაც რომ წაიკითხავდა, შეიძლება ეჭვი გასჩენოდა, მართლა ვთქვი თუ არა ასეთი რამ. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მითქვამს. ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მოუწოდებს ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ.

მოვუწოდებ ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრების გამოხატვას თვლიან საჭიროდ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...