spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ ე.წ....

გიორგი ვაშაძე – ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ ე.წ. “ქართული ოცნების” სრულ ლუსტრაციას, ისინი პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურებიან საქართველოში

27 ქვეყნის წარმომადგენელი მოვიდა პარლამენტში და პირდაპირ განგიცხადეს ყველას, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო შორდება ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ, თქვენ, სამწუხაროდ, ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს. დიახ, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველოს არც ერთი მოქალაქის ამოცანა არ არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.

ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ სრულ ლუსტრაციას ე.წ. „ქართული ოცნების“. ისინი პირდაპირ, სამწუხაროდ, რუსულ საქმეს ემსახურებიან საქართველოში. ცდილობენ მიიღონ დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, რუსული კანონი, რომელსაც საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან.

საქართველოს არცერთ მოქალაქეს, არავის არ დაუყენებია ეს ამოცანა ამ ადამიანებისთვის, რომ გვეჩქარება ამ კანონის მიღება. ჩვენი მოქალაქეების არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო და ამის რეალიზების ერთადერთი გზა არის ევროკავშირის წევრობა, არის ნატო-ს წევრობა, არის ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად დგომა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...