“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან მიმართებაში ხელისუფლების ინტერესის შესახებ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს:
“ხვდებიან რომ დასასრული ახლოვდება – რევოლუცია და კინწისკვრით გაყრა გარდაუვალია, ამიტომ, უნდათ ნჯო-სექტორის ფინანსები გააკონტროლონ.
ვაიდა, დასავლური ფული ამ გზით შემოვიდეს.
ქვეყნის შიგნით ფინანსურ ნაკადებს ისედაც აკონტროლებენ, ისიც იციან რომ ადგილობრივი ოლიგარქები აქციებს არ დააფინანსებენ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.