ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტის...

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. 
რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
 
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 
  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური  პირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.
გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ინფორმაციას – სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ გამოსაცდელები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან. ელექტრონულ ბუკლეტში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი საგნის გამოცდისათვის) 10 ლარია. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  Mastercard-ის ბარათის გამოყენებისას – საკომისიო 0 ლარი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge –  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
  • საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 3 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. 
თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
2023 წლის სიახლეები იხილეთ ბმულზე.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს და არა პირიქით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი მშვიდობა” –...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პროცესების შეფასებას...