spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ბეჟაშვილი: შეიქმნას "საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი"

ლევან ბეჟაშვილი: შეიქმნას “საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი”

პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტზე ,,უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შესახებ და პარტიის სახელით აინიცირებს ახალ კანონპროექტს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის, ,,აგენტების შესახებ“, პროცედურის დაწყებას. ,,ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ,,უცხოური გავლენის აგეტების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში.

ამ კანონის მიღება და ინიცირება არის აღიარება, რომ ისინი ,,ქართული ოცნების“ სახით უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს და ღიად აწარმოებენ ანტიდასავლურ პოლიტიკას.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ეს კანონპროექტი უხეშად დაარღვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას და სხვა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

ვითვალისიწინებთ, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით, მე-2 თავით გარანტირებულ უფლებებს, ასევე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრი” და რეესტრში შეყვანილ იქნას ყველა ის პოლიტიკური ლიდერი და ორგანიზაციის წევრი, რომელებიც ფინანსდებიან რუსეთიდან და იმავდროულად, მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენის გაზრდა საქართველოში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...