სამშაბათი, აპრილი 22, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ...

თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის მიზნით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც, დიდწილად გულისხმობს, პროგრამაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, პროგრამის აქტუალურ საკითხებსა და ეტაპობრივად გადმოსაბარებელ აქტივობებზე ჩამოყალიბებული თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე. შეხვედრაზე დაფიქსირდა პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ICRC-ის ინიციატივის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის მიმდინარეობა რომელიც როგორც ცნობილია უკავშირდება პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

ამასთანავე ჩვენ ვიმსჯელეთ 2023 წელს განსახორციელებელი საქმიანობის გეგმაზე, რომელიც განაპირობებს ასევე შემდგომ წლებში პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფას და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება გახდეს შესაძლებელი.

ასევე განვიხილეთ პროგრამის განხორციელების პროცესში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ჩართულობის როლი და მათთან, უფრო აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების მნიშვნელობა. რა მიმართულებითაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2023 წლიდან განაგრძობს უფრო ინტენსიურ ძალისხმევას ICRC-ისა და ოჯახების თანადგომის პროცესის ყველა შესაბამის მონაწილესთან აქტიური თანამშრომლობით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში რეგიონული კოორდინატორი – კარინა სვენფელტი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

“ჩვენი ქვეყანა უკიდურეს მაჩანჩალად გადაიქცევა ისე მალე, რომ გონს მოსვლას ვერ მოვასწრებთ” – ნათია...

უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას კონკრეტული პოზიციით, პროდასავლური...

“ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხი არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება იყო” – კახა...

საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხის წამოწევა არის ისეთივე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“რეალური დაკვირვების აკრძალვას ასე არ გაგიტარებენ და ვერც ეს “ღია წერილი” გიშველით” – ანა...

ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის პარალელურად აღნიშნულ ორგანიზაციას ღია...