spot_img
მთავარიარჩევნებიდღეიდან 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

დღეიდან 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

29 აპრილის არჩევნებამდე ზუსტად 60 დღე რჩება და დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დაცვა, ამომრჩეველთა ზუსტი, სწორი ინფორმირება იქნება განმსაზღვრელი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებისა და ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა. ამ პროცესს ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და გაამარტივებს საარჩევნო პროცესს, რაც შექმნის მყარ საფუძველს 2024 წლის არჩევნებისთვის ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დასანერგად.

კიდევ ერთხელ, გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები, რათა ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ 29 აპრილის არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...