ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის...

ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე მხილებული – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორი ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.

რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 27 თებერვალს დ.მ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...