პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა მწვავე შეფასებები გააკეთა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით:
“ქვეყანაში, სადაც აშენებული ხიდი წყალს მიაქვს, სადაც გაჭირვებაა, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რუსული კანონი რომ არ მივიღოთ და უფლებადამცველებს აგენტები არ ვეძახოთ, პრობლემები არ გვაქვს?
რუსული კანონის მიღებით, ხალხს, რომელიც შშმ პირების უფლებებზე და სოციალურ თემებზე მუშაობს, აგენტი და ჯაშუში უწოდო, სირცხვილია“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.