პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებირუსთავში "სტრატეგია აღმაშენებლის" პროექტის "ქალები ევროპული მომავლისთვის" პირველი...

რუსთავში “სტრატეგია აღმაშენებლის” პროექტის “ქალები ევროპული მომავლისთვის” პირველი შეხვედრა გაიმართა

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, დღეს, 26 თებერვალს, ქ. რუსთავში დაიწყო პროექტი “ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის” გაიმართა. პროექტი გაგრძელდება ივნისის ჩათვლით და მოიცავს ქვემო ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტების ქალაქებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებები გააკეთეს “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრებმა – ნანა ტოხვაძემ, თეონა ჭალიძემ და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, პროექტების კოორდინატორმა საქართველოში მაია კობაიძემ:

,,დღეს, საქართველოში ხალხი აღარ არის ხელისუფლების წყარო. უკიდურესად გაღრმავებულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი. ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. ვხედავთ, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაშიც არ გვაქვს წინსვლა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეებია წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს ნდობას პოლიტიკისადმი.

სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ენერგეტიკა ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო ნიჰილიზმის, უიმედობისა და უნდობლობის დასამარცხებლად. პროექტის “ქალები ევროპული მომავლისთვის” მიზანია დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებსა და დიდ ქალაქებში.

მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტების არცოდნა ხელს აძლევს ხელისუფლებას გაიმყაროს ძალაუფლება და კვლავ გააღვივოს პოლარიზების პროცესი საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ აქტიური ქალების, ახალი აქტორების მხარდაჭრა და ევროპული მომავლისთვის საერთო ხედვების ხორცშესხმა არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა”, – განმარტავს ნანა ტოხვაძე.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, დღეს, 26 თებერვალს, ქ. რუსთავში დაიწყო პროექტი “ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის”. პროექტი გაგრძელდება ივნისის ჩათვლით და მოიცავს ქვემო ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტის ქალაქებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში, როგორც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული პერსპექტივისთვის განვითარებისთვის. ჩვენი ფონდის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში. ვფიქრობთ, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში, მათი აქტიური მონაწილეობა, დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა მაია კობაიძემ.

,,საქართველოში ჩატარებული სხვა და სხვა კვლევით დასტურდება, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ემხრობა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. საქართველოს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს გენდერულ კვოტირებას, 60%-ის აზრით, ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. ქალების 85% და კაცების 58% ფიქრობს, რომ კარიერაში ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც საგანმანათლებლო აქტივობებით ისევე ერთმანეთის სოლიდარობითა და თანადგომით. რუსთავის შემდეგ გორში, თელავში, სიღნაღში და მარნეულში გავმართავთ შეხვედრებს, სასიამოვნოა რომ პროექტში ჩართვის მსურველთა რაოდენობა მზარდია“, – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...