სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ მგონია, ჯანდაცვის მინისტრი ან "ქართული ოცნების" ხელისუფლება...

არ მგონია, ჯანდაცვის მინისტრი ან “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს, წავიდნენ კარტელური გარიგებების წინააღმდეგ – გიორგი ვაშაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორი. გიორგი ვაშაძე ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციამ დაინტერესება გამოიწვია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და პრიორიტეტულადაც მიიჩნია, თუმცა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეჭვი ეპარება იმაში, თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს.

“მსურს გამოვეხმაურო ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს. მინისტრმა ზედმიწევნით გაიმეორა სისტემაში არსებული პრობლემები, რომლებიც ამ დღეებში გააჟღერა სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდმა, თუმცაღა მინისტრს არ დაუკონკრეტებია მათი გადაჭრის გზები, ამიტომაც ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე ღირებულის შექმნა, ან რეალური რეფორმის გატარება ჯანდაცვის მიმართულებით, რადგანაც 2014 წლიდან ყოველ წელს, ხელისუფლება აჟღერებს, რომ მათთვის პრიორიტეტია წამლების ფასი და ხარისხი, პირველადი ჯანდაცვა ან ციფრული მედიცინა. როგორც ვხედავთ ამ მიმართულებებით დღემდე დიდი ჩავარდნებია და რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

ასევე, არ მგონია, რომ ქალბატონი მინისტრი ან “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს, წავიდნენ კარტელური გარიგებების წინააღმდეგ. ამის დროც და საშულებაც მათ ქონდათ, მაგრამ არ გააკეთეს.

სტრატეგია “აღმაშენებელს” ყველა იმ მიმართულებაზე, რაზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა, აქვს კონკრეტული, შეიძლება ითქვას რევოლუციური გეგმა და გადაწყვეტის „ფორმულები“. ასევე, ვამუშავებთ დეტალურ გეგმებს სამედიცინო განათლებასთან, სადაზღვევო სისტემებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ თანამოქალაქეებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მხოლოდ ის ძალები შევძლებთ რეჟიმის დამარცხება, ვისაც არ გვეშინია, რომ რისიც გვჯერა ის ვილაპარაკოთ...

პოლიტიკურ პროცესებში კონკრეტულ პრინციპებზე აკეთებს აქცენტს, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი...

“წარმოუდგენლად ზღინტლიან ხალხთან გვიწევს ურთიერთობა. ლექმა ამოხეთქა” – ლაშა ბაქრაძე

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან პატიმრობაში მყოფ მსახიობ,...

“რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 2 მძიმე დანაშაულის შეფასება-შედარებას ახდენს: "რაც უფრო...

“არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ აღიარებაზე და კომპრომისზე არ წავალ, რადგანაც სასწორზე დევს ჩემი, როგორც...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე პროკურორმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ელისო კილაძე მართალია თუ არა, ეგ კი არ არის მთავარი – ეს წიხლის ჩაზელა...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის დაპატიმრების შემდეგ...

“ვერც კი ვიაზრებ ტრაგედიის მასშტაბს… რატომ დაუშვი, ღმერთო ეს, რატომ?!” – ელისო კილაძე

2021 წელს მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას საქმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს...

“აგერ მეუფედ წოდებულ მხედრიონელს შემოაკლდა ღარიბაშვილის მიცემული მილიონები და ახლა აბღავლდა შერიგება-მიტევებაზე” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე...