spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად,...

“სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია – გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების ჩართულობით სოციალურად დაუცველთა ბაზების ფართომასშტაბიან გადახედვას იწყებს.

მერის განმარტებით, აღნიშნული სია აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცემათ, მეტად დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

მივესალმები ამ მნიშვნელოვან რეფორმას. პანდემიის შემდეგ ფაქტობრივად მორატორიუმი იყო გამოცხადებული. დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგება აღნიშნული მიმართულებით ცვლილებების განხორციელება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, ჯერ კიდევ გვრჩებიან ოჯახები, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. სახელმწიფო, მისი ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავს ოჯახებს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ.

რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს აღნიშნული ბაზა. როდესაც ის გაიფილტრება, გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ამიტომ ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების არაერთი პროგრამა, ბაზის გადახედვის შემდეგ კი კონკრეტული ოჯახების დახმარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...