spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპარლამენტარები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს...

“ევროპარლამენტარები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს „ქართულ ოცნებას” იმის უფლებას, რომ მმართველმა პარტიამ დააკარგვინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა” – გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნება” არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს მოსახლეობის 80% ერთგულია ევროანტლანტიკური ინტეგრაციის კურსის – ასე აფასებს მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე.

ევრონესტის სამიტზე მყოფი გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარებთან პერსონალურ შეხვედრებს მართავს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროპული მომავალი და 12 რეკომენდაციის შესრულებაა:

ევროპარლამენტარ პეტრას ასტრევიჩუსთან შეხვედრის დროს საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შეეხო. ასტრევიჩუსმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, როცა საქართველოს მოსახლეობის 80% ერთგულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ.

ევროპარლამენტარმა შეშფოთება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებთან მიმართებაში. ასტრევიჩუსმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები დღითიდღე შორდებიან ევროკავშირს, რაც მათი განცხადებებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც იგი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ასევე საუბარი იყო კალაძეზე, თუ როგორ მოიხსენიებდა ევროპას „ჩალის ფასად“.

მაშინ, როდესაც არცერთი ძირეული ევროკავშირის რეკომენდაცია არ სრულდება საქართველოში. ეს არის გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

პეტრას ასტრევიჩუსმა ქართველი ხალხისადმი ერთგულება დაადასტურა. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების პოზიციისა, ევროპარალმენტარი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს „ქართულ ოცნებას” იმის უფლებას, რომ მმართველმა პარტიამ დააკარგვინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...