შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიააჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება იწყება -...

აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება იწყება – თორნიკე რიჟვაძის განმარტებები

პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, ხორციელდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7,4 მლნ ევროს. პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, ორგანიზაცია HessenForst-ს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის დაწყება დაეხმარება აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტყის მოვლა-შენახვისა და აღდგენის მხრივ:

,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე, ტყის რესურსების და, მთლიანად სატყეო ფონდის აღდგენა, კონსერვაცია”.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის ტყის მოვლა-აღდგენას, კონსერვაციული ღონისძიებების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობასა და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას.

პროექტის წარდგენის ღონისძიებას უმაღესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KfW-ს რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამა ოფისის რეგიონალური დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუგოსლავიის მაგალითზე კონკრეტულ დასკვნებს...

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის...

“ეს კაცი არის ბოროტი და ემსახურება ბოროტებას” – სერგო ჩიხლაძე კახა კალაძეზე

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით თბილისის...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...