პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ეს პრობლემა გვეხება ყველას - პარტიულსაც და უპარტიოსაც"...

“ეს პრობლემა გვეხება ყველას – პარტიულსაც და უპარტიოსაც” – ნანა ტოხვაძე უფასო სასკოლო კვების პროგრამის შესახებ

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სკოლებში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობს, კერძოდ ყურადღებას ამახვილებს მძიმე ფაქტებზე, რომ მომრავლდა მშიერი ბავშვები სკოლებში და თავის მწვავე შეფასებებს პუნქტობრივად წარმოადგენს:

ალბათ ხშირად გხვდებათ თვალში სიტყვათა წყობა – “მშიერი ბავშვები სკოლაში!”

 1 . ვერაფრით შეგეშვებით თქვენ, ვინც მშიერი ბავშვების ქვეყნად გვაქციეთ! საერთოდ როგორ გძინავთ?! როგორ უყურებთ თვალებში საკუთარ შვილებს და მშვიდად აცილებთ მრავალათასიანი სკოლისკენ მიმავალთ?!

  1. ↪ ❌აქამდე რატომ ვერ გამოძებნა “მთავრობამ” საჭირო სახსრები უფასო სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად?!
  2. ↪❌ კიდევ რამდენ წელს უნდა იკვლიონ საჭიროების საკითხი?
    ✅დათვლილია და დაანგარიშებული ყრუ და ბრმა ხელისუფალთა გარჯის გარეშეც!

4 . ავტოპარკების განახლების, ულიმიტო საწვავის, პრემიის, დანამატის, მივლინების, ფბ რეკლამირების, გამოგონილი სსიპ-ების, უფუნქციო ააიპ-ების, სახალხო ზეიმებისა და კონცერტებისთვის ხომ გვაქვს ბიუჯეტი?!😢

  1. სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი და სახელმწიფოზე მზრუნველი, პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდა გულზე მჯიღის ცემითა და მხოლოდ ჰეროიკულ მოტივებზე შექმნილი ლიტერატურითა თუ ისტორიებით ვერ მიიღწევა!!
  2. ზრუნვას მაგალითის მიცემა სჭირდება, რის მაგალითადაც თქვენ აშაკარად ვერ გამოდგებით!

7 . დღევანდელ სოციალ-ეკონომიკურ პირობებში, სადაც ყოველ მესამე მოქალაქეს ოჯახისთვის საკვების შესაძენად ფული არ ჰყოფნის, რა გასაკვირია, რომ ყოველი 100 მოსწავლიდან 77 მშიერი ესწრება გაკვეთილებს… გულის წასვლის მოხშირებულ შემთხვევებზე რატომ არავინ უსმენს მასწავლებლებს? იცით ვინ არიან ეს ბავშვები? ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეების  შვილები არიან, სადაც:

  • ოფიციალური სტატისტიკით 650000 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და მათ შორის  235000-ზე მეტია არასრულწლოვანია;
  • სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი უსწრებს დასაქმებულთა მაჩვენებელს;
  • სადაც ბაღის, ბიბლიოთეკის, სკოლის ადმინისტრაციის, დამლაგებლის, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების, ექთნების, სანიტრების, სასწრაფოს ექიმების და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი პროფესიის ადამიანის, ხელფასი არ სცდება 300-400 ლარს და ზოგ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმზე დაბალია…

გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია UNICEF 2018 წლიდან მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. განათლების მინისტრმა 2 წლის წინ საზეიმოდ გვამცნო, რომ ლოჯისტიკურ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ, მაგრამ მხოლოდ მომავალ დროში გაცხადებული დამაიმედებელი პოზიციების იმედად ვართ დღესაც. რადგან მთავრობა და მისი მესვეურები პრიორიტეტებს ვერ ალაგებენ, საზოგადოების მოქმედების ჯერი დგება.

ჰოდა, მთავარია, გავიაზროთ, რომ ხმის ამოღება და ამ პრობლემაზე  შესაბამისი მოთხოვნების დაყენება გვეხება ყველას – პარტიულსაც და უპარტიოსაც, ყველას ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შეგვტკივა“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...