ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს "უცხოური გავლენის...

“ხალხის ძალა” საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პარლამენტში  კონკრეტული კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით:

ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.

სწორედ ამიტომ „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...