სამშაბათი, მაისი 13, 2025
20.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დღე არ გავა, ფაქტიურად, ერთი ევროპარლამენტარი რომ არ...

“დღე არ გავა, ფაქტიურად, ერთი ევროპარლამენტარი რომ არ დააკავონ” – ირაკლი ზარქუა

ევროკავშირში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიების პროცესი კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით და სამართალდამცავების მიერ ხდება ცალკეული პირების, მათ შორის, ევროპარლამენტარების დაპატიმრებაც. აღნიშნულ საკითხზე მწვავე პოლიტიკური შეფასება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ:

,,ძალიან სამწუხაროა! ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მთელი საქართველო ვართ დარაზმული, გვჯერა, გვწამს დღემდე, რომ ევროპა არის სამართლიანობა და ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა. ჩვენ ვღებულობთ იმას, რომ დღე არ გავა, ფაქტიურად, ერთი ევროპარლამენტარი რომ არ დააკავონ.

მე ფასიან ლობისტებზე გეუბნებოდით თქვენ, ხომ? როგორც არიან, მაგალითად, ქართულმა საზოგადოებამ იცის გვარები, ვისაც ვგულისხმობ. არ გამოვრიცხავ, მსგავსი ქმედებები იყოს.

შეუძლებელია, შენ ქვეყანას ამუნათებდე, იმიჯს ლახავდე, 2012 წლამდე თურმე აქ დემოკრატია ყოფილა, სიტყვის თავისუფლება. ახლა თურმე შევზღუდეთ. შეუძლებელია, შენ ამას ამბობდე, მით უმეტეს, როცა ჩახედული ხარ – მე იმ ევროპარლამენტარებზე ვამბობ, რა მიმდინარეობდა აქ და რა რეჟიმი იყო მაშინ. დღეს სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ.

მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ რაღაც სხვა მერკანტირული ინეტერესები აქვთ. მეტი არაფერი. ის, რომ შეიძლება, რასაც ვამბობ – ამას ჰქონდეს თავისი საფუძველი, აგერ ბატონო, დღესაც დააკავეს ერთი ევროპარლამენტარი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფრომაციისთვის: კორუფციის სკანდალთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ დაპატიმრებულია ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინი. მისი დაკავების ფაქტზე, გამოცემა ,,Politico”-სთან, კომენტარი გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი დე ბეკომ:

,,ჩვენი კლიენტი, როდესაც ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გულის პრობლემების გამო მკურნალობდა, დააკავებულ იქნა ევროპული დაკავების ორდერის საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო მოსამართლე მიშელ კლეზის მიერ“, – განაცხადა დიმიტრი დე ბეკომ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...