spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ირაკლი კობახიძე, საკუთარი განცხადებით, ცდილობს ღალატის და ლაჩრობის...

“ირაკლი კობახიძე, საკუთარი განცხადებით, ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით:

გუშინ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან უმძიმესი განცხადებები და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კობახიძე საკუთარი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას. მათი მხრიდან აქვს ადგილი მცდელობას, რომ დაამკვიდროს, მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში.

სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ 52%-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული იყო რუსეთის მხრიდან გაანთავისუფლა. მე მინდა მას და საზოგადოებას ჩამოვუთვალო და კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია, რომ რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ჩერნიგოვის ოლქი, ჟიტომირის, კიევის, სუმის ხარკოვის ოლქი მთლიანად, ზაპოროჟიეს ოლქი, ნიკოლაევის ოლქი, ხერსონი და ეს მიწები უკრაინის მხარის მიერ არის განთავისუფლებული.

უფრო მეტიც, ამ ბრძოლაში, ბოლო თვენახევრის მანძილზე, დაახლოეიბთ 10 ათასი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა, მაგრამ მთავარი საკითხი არის ის თუ რატომ საუბრობს ამას კობახიძე, იმიტომ, რომ საკუთარ ბედს, “ქართული ოცნება” პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ისინი ფიქრობენ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მათ რუსეთის მხარე აირჩიეს ომის დაწყების პირველი დღიდან და ამიტომ არის, რომ ჩვენ ევროკავშირის სტატუსს ვერ ვიღებთ, შესაბამისად ჩვენ ვერ მივიწევთ წინ დასავლეთის ცივილიზაციისკენ, ამიტომაცაა რომ კითხვის ნიშნები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, სწორედ ამიტომაა რომ თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს მალავდნენ.

აბსოლუტურად ყველა საკითხში, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას შეეხება ისინი ირჩევენ ღალატის გზას.

მეგობრებო, ეს არის ქართველი ერის ღირსების შემლახველი განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა, ჯერ კიდევ მართველი პარტიის თავჯმდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დიახ, ისინი არიან შეთქმულებაში მონაწილენი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ 24 თებერვალს ჩვენ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება ბევრნი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ თუ სად დგას ქართველი ხალხი, ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე. ყველანი უნდა შვიკრიბოთ რუსთაველზე, 7 საათზე იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ქართველი ხალხის გზა არ არის ლაჩრობის გზა, არ არის სიმხდალის გზა, არ არის ღალატის გზა, არამედ არის უკრაინის სოლიდარობის გზა, ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომის გზა და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ თავის თანაგუნდელებთან ერთად რომ, ნახავთ იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს რუსეთის ფედერაციაში, მათ მოუწევთ, როგორც ჩანს გაქცევა იმიტომ, რომ რუსეთი დამარცხდება და ეს ღალატი არცერთ შემთხვევაში არ შერჩებათ.

და ბოლოს, რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს, ცივილიზირებული სამყარო გაიმარჯვებს და საქართველო გაიმარჯვებს უკრაინასთან, ამერიკასთან, ევროპასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. ერთხელ და სამუდამოდ მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ქმედებების საბოლოო დასრულება ჩვენს ტერიტორიაზე, გავხდებით ნატოს წევრები, გავხდებით ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...