შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიპარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა

პარლამენტმა 88 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება მიიღო, რომელიც კოდექსის 203-ე მუხლს ეხება.

კანონის თანახმად, „გენდერული კვოტირების“ მარეგულირებელი ნორმების მოქმედების ვადა ძალაში იქნება 2032 წლის ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნების ჩათვლით.

ასევე, თუ პარლამენტის დეპუტატის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, მის ადგილს დაიკავებს მომდევნო წევრობის კანდიდატი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი.

ინიციატორთა განმარტებით, კანონს ექნება დადებითი გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან ხელი შეეწყობა საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობების გაზრდას.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...