ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" თანამშრომლობის არანაირ სივრცეს არ ტოვებს -...

“ქართული ოცნება” თანამშრომლობის არანაირ სივრცეს არ ტოვებს – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე სპეციალურ ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება არის მე-3 პრეზიდენტისთვის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა:

,,მაშინ, როცა ე.წ.-მა სასამართლომ, გუშინ, მიიღო ფაქტიურად მე-3 პრეზიდენტის, სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება, პატიმრობაში დატოვება ნიშნავს წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი.

ჩვენთვის მთავარი არის დღესაც ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ ,,ქართული ოცნება“ თანამშრომლობის არანაირ სივრცეს არ ტოვებს. თუ ვინმე არის რადიკალი, რადიკალი არის ,,ქართული ოცნება“, რადგან კლავენ ადამიანს. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი.

ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს. დღეს ნახავთ ,,ქართული ოცნების“ ლიდერებს, კმაყოფილი სახეებით იქნებიან. გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება. გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძა-ლა-უფ-ლე-ბას!

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას – ჩვენ ვწყვეტთ, ანუ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ, სამწუხაროდ, ასეთი შეთანხმება არ იქნება, ,,სტრატეგია აღმაშენებლი“ უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ,,ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები.

ჩვენ ვართ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მომხრე. რაც შეეხება მანდატების საკითხს – ეს არის დროის ამბავი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე და არა კომფორტის შექმნა!

მანდატს ვიტოვებთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის მისაღები, არის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია. მანდატის დატოვების შემდეგ გვრჩება ქუჩა“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი გუნდის ლიდერია ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, მართალი კაცი, რომელიც ვერ აიძულეს საკუთარი ხალხის საწინააღმდეგო...

"ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი, დიტო (დიმიტრი) სამხარაძე...

“მიშა უნდა იყოს თავისუფალი და ესენი უნდა იყვნენ რუსეთში” – პეტრე ცისკარიშვილი მმართველ პარტიაზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“რამდენად კორუმპირებული და ჩამპალია რუსულ სისტემა, რომ შეიძლება ოთარ ფარცხალაძე გახდეს ოთარ რომანოვი” –...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ჟურნალისტებთან...