ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას და ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:
,,ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ სამართლიანი სასამართლო ნიშნავს – თარჯიმნის გარანტირებულ უფლებასო, სოციალური დაცვის გარანტიებს მოსამართლეებისო. საარჩევნო რეფორმა – ეს ფაქტიურად არ არისო, ვენეციის კომისიამ გვითხრა ჩვენ – ძირეული რეფორმაო.
რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებულ საკითხს – იცით, რომ ჩააგდეს ეს საკითხი. ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ღარიბაშვილის დაქვემდებარებული სტრუქტურა შექმნეს.
მედიასთან დაკავშირებით იცით, რომ წარმატებული ადამიანი, მენჯერი, ნიკა გვარამია პირდაპირ აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული, ასევე კლავენ სააკაშვილს!“, – განაცხადა პაატა მანჯაგალაძემ