საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე საუბრობს ხელისუფლების კონკრეტულ მიზნებსა და გეგმებზე:
,,სააკაშვილი რეალურად არის ძალიან მძიმედ. 68 კილოა ადამიანი.
ჩემი თავისთვის დამისვამს კითხვა, რომ ხომ არ არის ეს ტაქტიკა, ვთქვათ – უცხოეთში გასაყვანი?! მაგრამ, როცა ექიმებს ვესაუბრე და არაერთს, სხვათაშორის, მე მითხრეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩავარდეს კომაში.
ხელისუფლებისთვის ეს არის ყველაზე კარგი, იდეალური შედეგი და დარწმუნებული ვარ ამ სცენარისკენ მიჰყავთ – სააკაშვილის განადგურების სპეცოპერაცია”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე