ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალირეკორდულად დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში: მოსამართლის 76 ვაკანტურ...

რეკორდულად დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში: მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

4 თებერვალს საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სასამართლო სისტემაში ამჟამად მიმდინარე მოსამართლეთა კონკურსის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება დიდი ხანია მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეთა მცირე რაოდენობა სახელდება. შესაბამისად, სასამართლოს შევსება საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ახალი კადრებით, სასამართლო სისტემის გადატვირთულობის შესამცირებლად, ერთ-ერთი გამოსავალია. ამის საპირისპიროდ, მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსების დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსამართლეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 310 მოქმედი მოსამართლე და 100-მდე თავისუფალი ვაკანსიაა, ხოლო, მიმდინარე კონკურსის მონაცემებით, მოსამართლეობის კანდიდატი 20-ზე ნაკლებია.

2022 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის 76 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბერი – 14 დეკემბერი; ხოლო, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23-25 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა. ამ კონკურსის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ჯერ არ შეურჩევია.

მიმდინარე კონკურსში კონკურენციის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. თავდაპირველად მოსამართლის 76 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 21-მა პირმა გამოთქვა და ყველა მათგანი, ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მოგვიანებით, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, ვინაიდან რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. ამავდროულად, კანდიდატების ნახევარზე მეტი მოქმედი მოსამართლეა (მათ სხვა სასამართლოში გადასვლა ან უვადოდ დანიშვნა სურთ), რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არსებული სურათი, მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, არ შეიცვლება, რადგან ისინი ისედაც ახორციელებენ სამოსამართლო უფლებამოსილებას. ხოლო, რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მოქმედი მოსამართლეები არ არიან, მათი რაოდენობა 10-ზე ნაკლებია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემაში ახალი კადრების შესვლით არ არის დაინტერესებული. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მისი გადაწყვეტილებები დიდი დოზით დისკრეციულია, რაც აფერხებს სასამართლოში გარედან კადრების მიზიდვას.

კონკურენციის ნაკლებობის პირობებში, იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად. პირთა წრე, რომელთაც მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივა აქვთ, საკმაოდ ვიწროა. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთია სასამართლოში კარიერის მიმართ ინტერესის ნაკლებობა, რაც დიდწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და შერჩევის პროცესების მიმართ უნდობლობით აიხსნება; მეორეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიფრთხილე, არ დაუშვას არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი კადრების სისტემაში შესვლა. იუსტიციის საბჭოს ამოცანას, დააკომპლექტოს სასამართლოები ასეთი კადრებით, ადვილად მისაღწევს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლეობა მიმზიდველი აღარ არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტების დიდი ნაწილისთვის.

სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესის პირობებში, საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ღიაობის პოლიტიკას, რათა სასამართლოები შეივსოს ახალი პროფესიონალი კადრებით.

მოსამართლეთა ვაკანსიებისა და განმცხადებლების რაოდენობა წლების მიხედვით:

კონკურსის  გამოცხადების თარიღი ვაკანსიების რაოდენობა განაცხადების რაოდენობა
05.10.2015 61 104
28.04.2016 65 131
17.02.2017 84 112
16.10.2017 52 84
30.07.2018 43 84
26.06.2020 99 71
22.02.2021 85 56
05.08.2021 42 13
25.11.2022 76 21

ინფორმაციას საქართველოს სასამართლოს გუშაგი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

“მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც” –...

გავრცელებული ინფორმაციით საგარეჯოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...