სამშაბათი, მარტი 18, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან”...

“პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად, ციხეში ჩაესვათ:

ეს ყველაფერი იყო თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებები. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის კონტეინერით საქართველოში შემოტანით, იმ დღიდან დაწყებული, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი.

ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირებას, არეულობას, რევოლუციას, მაგრამ ეს ამ ადამიანებს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის სახით, ჩაესვათ ციხეში.

ამ დღეებიდან მოყოლებული, ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ არსებული ადამიანები – ეს შეიძლება იყვნენ მისი ოჯახის ან პარტიის წევრები. ამ ყველაფრის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, სააკაშვილს ციხეში ულმობლად ეპყრობიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება, ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

ჯერ ერთი ციხეში არ იმყოფება, კლინიკაში იმყოფება. ის არის რადიკალურად განსხვავებული სხვა პატიმრებისგან, იმყოფება კლინიკაში.

პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ თვალი დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არასადაც არ წავალ! თუნდაც იმიტომ, რომ მერე, უკან დაბრუნება, ჩათლახობა იქნება” – გოჩა მირცხულავა

საქართველოდან, კონკრეტული მიზეზების გამო, ემიგრაციაში წასულებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის ხმა მსოფლიოს კარგად ესმის” – გიორგი ვაშაძე

დიდი ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...