“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებს:
“საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ჯერ კიდევ 2020 წლის ტყუილი დაპირება არ ჰქონდათ დავიწყებული, როცა მორიგი საზეიმო დაპირება მიიღეს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და საქართველოს მთავრობის გარეკლამებული განცხადებებით შეიტყვეს, რომ 2023 წლიდან 100 ლარით მოემატებოდათ ხელფასები.
რა მოხდა რეალურად? მარტივად, ხელისუფლებამ მორიგი იმედგაცრუებისთვის გაიმეტა ეს ადამინები და დაპირებული 100 ლარიანი მატების ნაცვლად 25 ან უკეთეს შემთხვევაში 35 ლარიანი ზრდა აესახათ. 10-15%-იან სახელფასო ზრდა დააჯერეს აღმზრდელის თანაშემწეები, რომელთა ხელზე ასაღები ხელფასი 290 ლარს შეადგენდა.
გასული წლის ბიუჯეტით დილის ცვლის აღმზრდელების ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარს, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის, რომელიც საათ ნახევრით ნაკლებ დროს ატარებს ბაღში, 230 ლარს შეადგენდა.
დაპირებული 100 ლარის ნაცვლად, დღეს მეორე ცვლის აღმზრდელებს 35 ლარი დაემატათ და თანხა გაუთანაბრდა საქსტატის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს 253 ლარს. ამას სახელმწიფო ხელფასს არქმევს და ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ დასცინის კიდეც! ისმის ლოგიკური კითხვა, ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100 ლარიანი ნამატი ხელფასი?!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს