შაბათი, მარტი 15, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად" - ნინო...

“ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად” – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმის ფარგლებში ჩვენება კლინიკა ,,ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მისცა. მისი განცხადებით, კლინიკის მთელი გუნდის მიზანი პაციენტის ჯანმრთელად ყოფნაა:

,,ცენტრი ,,ემპათიის” მიზნები, როგორც ვატყობ, რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებისგან. ჩვენ გვინდა, პაციენტი იყოს კარგად. მე პირადად მთელი არსებით ვარ მოწოდებული იმისკენ. ზუსტად იმიტომ, რომ მე ძალიან ხშირად, პირველი 5 თვის განმავლობაში, სულ რაღაც 2-ჯერ გამოვჩნდი მედიასთან, რომ არ გამეკეთებია არანაირი განცხადებები, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა პაციენტების პოზიცია. მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებაში – მან იპოვოს თავისუფლების გასაღები. ეს მისი უფლებაა და მე მგონი, ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია თავისუფლება.

ადამიანებიც ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერზე. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ? რას გავაკეთებ? რაზე მოვაწერ ხელს? შესაბამისად, მე ყოველთვის ვრჩები ექიმად. ჩემი “სტაფი” ყოველთვის რჩება სამედიცინო მრწამსის, სამედიცინო ეთიკის მხარეს.

შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ არ ვერევით მისი დაცვის მხარის ქმედებებში, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად. თუმცა, მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას.

მე პირადად, პაციენტის გულშემატკივრები ვინც მგონია, არც მათთან ვიზარებ წერილობით, ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ – დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მეტ-ნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს. ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ მომხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში.

თუმცა, ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მითუმეტეს მათ იციან, რომ დიაგნოზში არის კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლილებები – მაგალითად, ნივრიანი პურის და გაჭყლეტილი ნივრის რაღაცა რაოდენობის მოტანა შავ პურზე წასმული, მე ეს არ ვიცი რაში წერია?!” – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

“2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან” – ზაალ...

საქართველოსა და უკრაინაში წინა და მოქმედი ხელისუფლებების შეფასებას "ვიტრინის...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თურმე 2 კვირაა ივანიშვილი გდევნის, გითვალთვალებს და გარბიხარ ქვეყნიდან და მაინც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობ...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...