პარასკევი, ივნისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბავშვებს არ აურჩევიათ ეს დაავადება და სახელმწიფო ვალდებულია...

“ბავშვებს არ აურჩევიათ ეს დაავადება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე” – თეონა ჭალიძე დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ინსულინის პროგრამის გაუმჯებესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება. თეონა ჭალიძე დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს

,,დღეს, დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნები სრულიად ლეგიტიმურია. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ ქვეყანაში ინსულინის დეფიციტია. აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და მსგავსი პრობლემის წინაშე ადამიანები აღარ აღმოჩდნენ. პროგრამაში ჩართულ ბავშვებზე უნდა მოხდეს შესაბამისი ჩხირებისა და ნემსის თავების გაცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხიმგებლობის და გულგრილობის შედეგია დღეს არსებული მდგომარეობა. ნუთუ შეიძლება ბავშვების და არამარტო ბავშვების ასეთ სიტუაციაში ჩაგდება? ჯანდაცვის მინისტრმა წარმოიდგინოს თავი ამ ბავშვების მშობლების ადგილზე და იქნებ მიხვდეს რომ ოპერატიულად მოაგვაროს მათი პრობლემა.

ამ ბავშვებს არ აურჩევიათ ეს დაავადება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე და იმის ნაცვლად, რომ ამ სასოწარკვეთილ ადამიანებს დაელაპარაკონ, იმედი მისცენ და პრობლემის ოპერატიულად მოგვარებაზე იფიქრონ სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ ეძიძგილავებიან, სამინისტროს ფოიეში არ უშვებენ და სრულიად სამარცხვინო სიტუაციაში იგდებენ თავს“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...