პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საპასუხო კომენტარს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ:
,,არ ვიცი რამდენად პრიორიტეტულია ეს საკითხი ბატონი ზელენსკისთვის, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გადაჭრით ვთქვა – ის, რაც განაცხადა ბატონმა ზელენსკიმ, ეს არ არის სწორი და მართებული შეფასება. მე არ ვიცი ვინ, როგორ და რაზე დაყრდნობით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები, როგორ აკეთებენ განცხადებებს? აი, ეს ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ მაგალითად, წამებას აქვს ადგილი და ა.შ.
მერწმუნეთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ვთქვათ, რომ ამას გააჩნია ობიექტური საფუძველი. ამაშია პრობლემა ზუსტად. არ ვიცი ვისგან მიწოდებულ, რა ინფორმაციას ფლობენ და რაზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს.
ვშიშობ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ ინფორმირებას, მიკერძოებულ დასკვნებს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს, ადამიანი დაკავებულია თვითდაზიანებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე